„თუ ხელისუფლება სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას დათანხმდება, ეს გააქრობს პოლარიზებას“ – ხათუნა სამნიძე

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილის საკითხი ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანაში პოლარიზებას ამძაფრებს. „რესპუბლიკელი“ დეპუტატის შეფასებით, თუ ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ ის ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ, ეს პოლარიზებას შეამცირებს.

„არც ოპოზიციურ სპექტრში და არც საერთაშორისო დონეზე არავინაა,  ვინც ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ ეთანხმება. ბუნებრივია, მიმართვებიც, წერილებიც, თხოვნაც იქნება, რათა პატიმრობაში, ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი განცხადება, თხოვნა ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ქვეყანაში პოლარიზაციის საკითხს. ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში იქნას გადაყვანილი, ეს გააქრობს პოლარიზებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები