ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს

ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ.

საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები