რუსული გემი ბათუმის პორტს პროტესტის ფონზე ტოვებს

რუსული საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე” ბათუმის პორტს პროტესტის ფონზე ტოვებს. ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეები შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე გააცილეს. ადგილზე პოლიციელების მობილიზებაა.

რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები.

რუსებმა ლაინერი დატოვეს. ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა.

მსგავსი თემები