კრივი-რიჰში, სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას კორპუსის ფასადი ჩამოინგრა

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა.უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მიერ კრივი-რიჰზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა – არიან დაღუპულები

მსგავსი თემები