„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა”- გია ვოლსკი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

„ქაჯობა” ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა – საქმე გვაქვს სიყალბესთან, რომელიც საკმაოდ სერიოზულად გადმოსჩქეფს “ნაცმოძრაობის” ამ აქციაში,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება, გულწრფელადაც არის ვინმე მისული ბათუმის ნავსადგურში ლაინერის შემოსვლის გასაპროტესტებლად, მაგრამ ეს არის ხალხი, ”ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთიდან შემოსულ არა მარტო ტურისტებს, არამედ ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდა”.

„ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს, იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერზე არიან ადამიანები, ვინც დაარღვია ოკუპაციის შესახებ კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ რუსებთან, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ყოველთვის მართლები ვიყავით 90-იანი წლებიდან მოყოლებულია. ამ სტრატეგიულ დაპირისპირებას ჩვენს და რუსეთს შორის აქვს გარკვეული განზომილებები, სადაც „ნაცმოძრაობა“ არანაირად არ მოიაზრება, როგორც რაიმე პოზიტივის მატარებელი. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და სერიოზული ზიანის მომტანი. მადლობა ღმერთს, რომ თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან მიმართებაში დამოკიდებულება საკმაოდ თვალშისაცემია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები