გერმანიაში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცს მიგრანტები ფურგონით გადაჰყავდა.

ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გორლიცის მახლობლად ჩაატარეს. დაკავებულია 43 მიგრანტი – თურქები და ავღანელები, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. საქართველოს დაკავებული მოქალაქის საქმეს მოგვიანებით მაგისტრი მოსამართლე განიხილავს.

მსგავსი თემები