,,დღესდღეობით საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისითქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით.

,,ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ. დღესდღეობით. საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ერთ-ერთი ყველაზე.

შემდეგი სტატისტიკა ნათლად ასახავს ჩვენი პროგრესის მტკიცებულებას. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10.1 პროცენტია 2022 წელს, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6 პროცენტია.

სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 – 2028 წწ.) პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები