მე-3 დღეა, ოკუპირებულ გალში 28 წლის ქალს ეძებენ

ოკუპირებულ გალში მესამე დღეა 28 წლის ნათია ბახტაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ”მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გოგონა ბოლოს 28 ივლისს ნახეს. ის სახლიდან 17:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

დაწყებულია გამოძიება, ოჯახი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ქალი ეთნიკურად აფხაზმა გაიტაცა.

მსგავსი თემები