საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს – დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან სჭირდება ახალი მთავრობა – კინზინგერი 

ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ან უნდა აირჩიოს – დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან ახალი მთავრობა სჭირდება.

,,როგორც ადამიანს, რომელსაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, ვწუხვარ, რომ ისინი დღეს ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და თავიანთ ხალხს ამცირებენ. საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს: 1. დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან 2. სჭირდება ახალი მთავრობა,”- წერს კინზინგერი.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები