ვიმედოვნებ, ჩინეთში ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.

,,ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით. ჩემი ქვეყანა არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.

საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის უცილობელი კვანძი. შესაბამისად, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოვიწვიო ჩინური კომპანიები, შეისწავლონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ისარგებლონ არსებული შესაძლებლობებით, მათ შორის ისეთი სარგებლით, რომელიც მოაქვს (პირველადი, გადამამუშავებელი და საკომპლექტაციო) წარმოების საქართველოში გადმოტანას ან/და გაფართოებას.

ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავმჯდომარე, დღეს მოკლედ წარმოვადგინე ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, უზარმაზარი პოტენციალი და ძალისხმევა ჩვენი ეროვნული ინტერესების ჩინეთთან – ამ დიდებულ ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან – ასამაღლებლად და მის ბიზნეს სექტორთან პარტნიორობით სარგებლობისთვის. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ღირებული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ორმხრივია და საშუალებას მოგვცემს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები დიდი შემართებით გამოვიყენოთ.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი ვიზიტი იქნება ტრამპლინი უფრო ღრმა თანამშრომლობისკენ, გრძელვადიანი მეგობრობას გასაძლიერებლად და ჩვენი ერისთვის ნათელი ხვალინდელი დღის შესაქმნელად”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები