,,ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის”- პეტრას აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება. მისი თქმით, კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის.

,,ქართველები აპროტესტებენ ბათუმში მორიგი რუსული კრუიზის ვიზიტს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი რუსი ტურისტი მიჰყავს. კრემლის ინტერვენციის ჰიბრიდული სცენარით, ქართველი ხალხი მზარდი პოლარიზაციის საფასურს იხდის,”- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ბათუმის ნავსადგურში დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები