,,ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ”- მაჭარაშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე

,, ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ”,- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ბათუმის ნავსადგურში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით,

,,განსხვავება ვინც შემოდის, ვთქვათ, ავტომანქანით და თვითმფრინავით და გემით, რა არის. ეს იქნება რუსეთის მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე უნდა ახსნან. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არ გაქვს პრობლემა და არც გქონდა პრობლემა, რომ ვთქვათ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში, მათ შორის ეთნიკურად ქართველები ხაზს ვუსვამ, პრობლემა რატომ გახდა, მათ შორის, ან გემით და ან თვითმფრინავით შემოსვლა. ეს გაუგებარი არ არის, ეს არის გასაგები. იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, ეს ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ. ავტოკრატია არიო და ჩვენ დემოკრატია გვინდაო, რომლებიც იძახიან, რომ ერთი ბატონი გვინდა, ცალ ფეხზე დგომა გვინდა და ისე გვინდა, რომ ვიყოთ ურთიერთობაში ამერიკასთან და ევროპასთან. არ გამოვა ესე, მეგობრებო”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები