„დროს მნიშვნელობა არ აქვს, დარეკეთ“ – გლდანში ავარიის დროს დაღუპული ორსულის ახლობლები განცხადებას ავრცელებენ

გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსულის, ნა­თია ამა­რი­ა­ნის ახლობლები განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავარიის დროს გოგონას ტელეფონი დაიკარგა.

„გლდანში რომ ავარია მოხდა, ტელეფონი დაიკარგა. თუ ვინმემ იპოვა, ძალიან გთხოვთ, დამიკავშირდით, როგორ მდგომარეობაშიც უნდა იყოს. 568888133 დროს მნიშვნელობა არ აქვს, დარეკეთ” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები