,,საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის”- ვიოლა ფონ კრამონი

,,მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

ევროპარლამენტარი  საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას  ეხმაურება.

,,მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მხარეს მიდის. რუსების დახმარება სანქციებისგან გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ სწორ მიმართულებას გავს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

მსგავსი თემები