„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?”- კახა კალაძე

„რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დათბობას ცდილობდნენ.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით ეს წლების განმავლობაში იყო შესაძლებელი, არსებობდა პირდაპირი ფრენებიც. ასევე, შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხა. საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. რასაც დღეს ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს, 2008 წლის ომიდან
მესამე-მეოთხე დღეს, ის ადამიანები, რომლებიც რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეთბოთ, კონცერტები გაემართათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები