,,საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს” – მიხეილ სააკაშვილი

“საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 30-31 ივლისს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

”როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით – მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები