,,საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი”- კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში.

„პირველ რიგში მივულოცავ ყველა ქართველ სპორტსმენს, ვინც მონაწილეობდა ზაფხულის საუნივერსიტეტო თამაშებში ჩენგდუში. დიდებული სანახავი გახლდათ ქართული დროშა, რომელიც ამ თამაშებზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს „ერთი სარტყელის და გზის ინიციატივას“, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს. ჩანდა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. საქართველოს არჩევანია, ვინ იქნება მისი პარტნიორი. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად, როგორც ეს იყო გასული წლების განმავლობაში. ჩვენი თანამშრომლობის ისტორია ძალიან პოზიტიურია და მკაფიოდ აჩვენებს იმ კონკრეტულ სარგებელს, რომელიც მოიტანა აშშ-ის და საქართველოს პარტნიორობამ“, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები