,,90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს”- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს ეხმაურება. მისი თქმით, 90 წლის პოზნერი არაფერს არ წარმოადგენს.

,,90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის, რომელიც თქვენ პროპაგანდაში გყავთ გამოყენებული, ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის ჩვენი ნაციისთვის დამახასიათებელი ღირსების მაჩვენებელი”,- განაცხადა ვოლსკიმ.

,,ეს ზონდერები უკვე მეორედ, მესამედ აწყობენ ასეთ რამეს – ნაცისტების ჯგუფია”- ზურაბ აბაშიძის და მარკ ზილბერკვიტის  სატელეფონო საუბარი პოზნერის ვიზიტზე

მსგავსი თემები