,,სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც მისასალმებელია.

„ჩვენ ვთქვით, რომ არ შევდივართ პოლემიკაში სალომე ზურაბიშვილთან, არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ჩვენ ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ წითელ ხაზებს, რაც ძალიან მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, ანუ სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც იმსახურებს სათანადო აღნიშვნას ჩვენი მხრიდან. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც გამომდინარეობს და შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი”- პრეზიდენტი სააკაშვილზე

მსგავსი თემები