,,ცხაურის ქვეშ ელექტრო სადენი მოყოლილი არ ყოფილა და წყალში ელექტრო დენი არ ჟონავდა,”- ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

როგორც ადვოკატმა ლაშა ჩოფიკაშვილმა განაცხადა, სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ 2022წ.  22 სექტემბრის შემდგომ პერიოდში 12 ოქტომბერს ცხაურის ქვეშ ელექტრო სადენი მოყოლილი არ ყოფილა და წყალში ელექტრო დენი არ ჟონავდა.

,,ბრალდება სასამართლოში ამტკიცებს, რომ სამუშაოების განმახორციელებელმა კომპანიამ 2022 წლის 25 აგვისტოს ყალბი საექსპერტო დასკვნა წარადგინა მუნიციპალიტეტში, 22 თებერვალსა და 3 აგვისტოს ყალბი დოკუმენტი გამოიყენა- წარადგინა რა პროექტის ცვლილებები მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 22 სექტემბერს შესრულებული დამატებითი სამუშაოების თაობაზე კი საინჟინრო ექსპერტიზის არ ჩაატარა 3 კვირაში, მაშინ, როდესაც 4 თვის განმავლობაში თვითონ გამოძიებამ ვერ ჩაატარა იგივე ექსპერტიზა.

სასამართლო განხილვის დროს გაირკვა, რომ 25 აგვისტოს ექსპერტიზის ანალოგიური ექსპერტიზები წარდგენილი იყო მინიმუმ 4-ჯერ და არც ერთი მათგანის მიმართ პრეტენზია არ არსებობს პროკურატურის მხრიდან, 22 თებერვლის და 3 აგვისტოს პროექტის ცვლილებები ვის მიერ და რა ვითარებაში იყო გაყალბებული არ გარკვეულა, დოკუმენტების დედანი არ არსებობს და კომპანიის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ და არც შეიძლება ცოდნოდათ, რომ ეს დოკუმენტები ყალბია რადგან, პროექტის ცვლილებების ავტორი ყველა ამ ცვლილების თაობაზე ინფორმირებული იყო, ესწრებოდა განხილვებს, არც ერთხელ პრეტენზია არ გამოუთქვავს.

სასამართლოში გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ 2022წ.  22 სექტემბრის შემდგომ პერიოდში 12 ოქტომბერს ცხაურის ქვეშ ელექტრო სადენი მოყოლილი არ ყოფილა და წყალში ელექტრო დენი არ ჟონავდა,”- განაცხადა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები