კახეთში, სტიქიის ზონაში ვითარება უმძიმესია   

გურჯაანში ურთულესი ვითარებაა. ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა მდინარეების და ხევების ადიდება გამოიწვია, რომელმაც ჯებირები გაარღვია და გზაზე მიედინება. მდინარეს მიაქვს ტალახი, ნაგავი, ხის მორები. დამტვრეულია მანქანები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, შენობები. ადიდებული ხევი მაგისტრალზე მიედინება. რაც შეეხება სეტყვას, ნათესები, ხეხილი და ვენახი სრულად გაანადგურა. წყალმა რამდენიმე ავტომანქანაც დაფარა, რამდენიმე კი გადაბრუნდა. ვითარება ადგილზე უმძამესია.

მსგავსი თემები