,,5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ხოშტარიას, ბათუმში ეძებს ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას” – ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში რუსულ რუბლებს ერთი მიმართულება – ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში აქვს. მისი თქმით,”დროას” ლიდერს, 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა.

,,ხოშტარიას აქვს თავის კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა რომ სხვა მიმართულება მისცეს რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ.”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები