,,არაფერი დაგვიშავებია, კაცი ხომ არ მოგვიკლავს”- 15 წლის გოგოს იძულებითი ქორწინება მარნეულში

მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე გოგონას მამა და  ბიჭი დააკავეს რომელზეც მოზარდს უნდა ექორწინა.

დაკავებული ბიჭის დედა აცხადებს, რომ ყველა ოჯახის წევრს სურდა, ”ბავშვი სწორ გზაზე დაეყენებინათ”.

,,არაფერი დაგვიშავებია, კაცი ხომ არ მოგვიკლავს, არ ვიცი რატომ დააკავეს ჩემი შვილი, მისი შვილისთვის ცუდი არ უნდა, ეს ჩვენი პატარა გოგო ბევრს მოსწონდა სკოლაში, აწუხებდნენ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დაგვენიშნა ეს დანაშაულია?! არავინ არაფერს არ აიძულებდა, არც სცემდა, თვითონ ეტყვის ალბათ პოლიციას დაკითხვაზე,”- განუცხადა ტვ პირველს დაკავებული ბიჭის დედამ.

მსგავსი თემები