,,საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან სტატუსის მიღების შესაძლებლობა”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ევროპარლამენტის მიერ მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მიღებას ეხმიანება. მისი თქმით, სქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი  და  ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა.

,,მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად. ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი. საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!“ – წერს გიორგი გახარია.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ნატოს, მიიწვიოს უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად

მსგავსი თემები