,,სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს”- ირაკლი კობახიძე

სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს, სინამდვილეში ეს ჟრიალი არის ხელოვნური,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერმა ბუბა კიკაბიძის მიერ, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე, რუსულ ენაზე შესრულებული ”თბილისო” გაიხსენა.

,,ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? – იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური. ბუბა კიკაბიძის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას, არაფერ შუაში არ არის აქ, მაგრამ ნაცმოძრაობამ გამართა თავისუფლების მოედანზე აქცია, სადაც შესრულდა “თბილისო” რუსულ ენაზე. სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა სცენაზე მაშინ? არ აჟრიალებს, სინამდვილეში ეს ჟრიალი არის ხელოვნური, პოლიტიკური ინტერესია. იმიტომ არ აჟრიალებთ სიმღერაზე, “თბილისო” რუსულ ენაზე რომ შესრულდა, ხოშტარია რუსულ რუბლებს რომ ირებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ აჟრიალებთ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური”, – აცხადებს  კობახიძე.

მსგავსი თემები