,,როცა გამოდის ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური”- კობახიძე

,,როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უმრავლესობის ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ გუშინდელ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

,,როცა გამოდის სისხლიანი ნაციონალი, ავადმყოფები არიან მართლა, ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, ლელოელები, კოლექტიური ნაცმოძრაობაა ესეც და ათასი უბედურება იჯდა გუშინ ოპოზიციის მხარეს და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის  აბსოლუტურად ადეკვატური. რა თმენის ვალდებულება? როგორც კი ნაცი დაგიძახებს შენ რუსს და პასუხს არ გასცემს, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად, დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს, ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი შენ გეძახის მოღალატეს და რუსს,”- აცხადებს კობახიძე

 

 

მსგავსი თემები