კიევის რეგიონში, სატვირთო მანქანამ სამხედროს გადაუარა

15 ივნისის ღამეს კიევის ოლქის პერეიასლავში  უბედური შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამხედრო პირი დაშავდა.

შემთხვევა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. 1994 წელს დაბადებული სამხედრო დაშავდა. მას მარცხენა ქვედა კიდურის სრული ამპუტაცია დასჭირდა.

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი ბორისპოლ-დნეპრის გზაზე სოფელ მალაია კარატულის მიმართულებით მოძრაობდა. მძღოლმა თქვა, რომ გზაზე დაბრკოლების გადალახვას ცდილობდა, მაგრამ წინა ბორბლებით დაეჯახა მას.

მსგავსი თემები