“ვიდეოჩანაწერები საქმიდან გამქრალია” – ვაკის პარკის საქმის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

ვაკის პარკში 2022 წლის 13 ოქტომბრის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ”გრინსერვის +”-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატებმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრეს. როგორც ლაშა ჩოფიკაშვილმა განაცხადა, საქმიდან ვიდეოჩანაწარები გამქრალია.

,,ვიდეოკამერების ჩანაწერები კონკრეტულ პერიოდებში (12 ოქტომბერი) გაურკვეველი მიზეზებით არ აღმოჩნდა ჩამწერ მოწყობილობაში და შესაბამისად, გაუგებარია ვის მიერ და რა მანიპულაციები ხორციელდებოდა იმ პერიოდში ობიექტზე და ჩამწერ მოწყობილობაზე. სხვადასხვა ვიდეოკამერა სხვადასხვა დროს ითიშება და ფაქტია, რომ ამ დრომდე ეს გარემოება ბრალდებულების საწინააღმდეგგოდ განიმარტება,”- განაცხადა ადვოკატმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ვიდეოჩანაწერები საქმიდან გამქრალია” – ვაკის პარკის საქმის ადვოკატები “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები