კახეთში სტიქია მძვინვარებს

კახეთში, კერძოდ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიას ვერ უმკლავდენიან. მოვარდნილმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადგილობრივები სერიოზულად დააზარალა, დაიტბორა ინფრასტრუქტურა, გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, ავტომანქანები.

მდინარე ახტალისხევი და ნავთისხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა ნიაღვარმა დაფარა. დაიტბორა ავტომანქანები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. განადგურდა ხეხილი და ვენახი.

 

მსგავსი თემები