მიწვევის შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მზად არის უკრაინაში ჩავიდეს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს. აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ თქვენ გადასცემთ შეტყობინებას, შემიძლია, უკვე ხვალვე ჩამოვიდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. რატომ არ ჩავიდა პრეზიდენტი უკრაინაში? – სალომე ზურაბიშვილი კითხვას პასუხობს

მეტი...

რატომ არ ჩავიდა პრეზიდენტი უკრაინაში? – სალომე ზურაბიშვილი კითხვას პასუხობს

”უკრაინსკა პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმ მეზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ ეწვია უკრაინას ომის დაწყების შემდეგ. ჟურნალისტის კითხვაზე: ”ბევრი დასავლელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად. მაგრამ თქვენ არ ხართ ნამყოფი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რატომ?”. პრეზიდენტის პასუხობს, რომ ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად. ,,ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად, მე განვიცდი მის შემდგომ ბიძგს, მაგრამ კიდევ ერთხელ, [მე] მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ…

მეტი...

სასამართლომ 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. დაკავებულ პირის პროცესი დახურული იყო. ბრალდებულმა დუმილის უფლების ისარგებლა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებული და გარდაცვლილი არასრულწლობანი ერთმანებთს წლების განმავლობაში იცნობდნენ. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე…

მეტი...

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება”- შოლცი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. მისი თქმით, არ შეიძლება საუბარი ომის გაყინვაზე და რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგიტიმაციაზე. „რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებაში და ცხადია, ეს გეგმა აქვს ბელარუსის მიმართაც“, – განაცხადა შოლცმა. შოლცის თქმით,  გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. „მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ არ დავთანხმდებით დაწესებულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი 3 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება სამ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ყირიმ–კონგო ადიგენის სოფელ ნაქურდევში მცხოვრებ ორ მამაკაცს და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, ოჯახის ექიმი, გარდაიცვალა.

მეტი...

ბათუმში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ერთმანეთს 3  მსუბუქი  ავტომობილი შეეჯახა. “ბათუმელების” ინფორმაციით, შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.  

მეტი...

შსს-მ პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული, ი.ც. პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ დაქირავებულ სალონში დასაქმებული პირები, კლიენტებს თანხის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ, მიღებულ ანაზღაურებას კი, ი.ც.-ს სისტემატურად უნაწილებდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. გადარჩენილები და  ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა. გემზე, სულ მცირე, 500-700 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ნავი საერთაშორისო წყლებში სამშაბათს გვიან ღამით ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. ბორტზე მყოფთაგან არავის ეცვა სამაშველო ჟილეტი. ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა კი ახალგაზრა მამაკაცი იყო.

მეტი...

,,ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ნატო-ში უკრაინის წევრობა“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მისი თქმით, საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილეს. „განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები. მადლობას ვუხდი პოლონეთს თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე ნატო-ს სამიტის მომზადების კონტექსტში. ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ალიანსში უკრაინის წევრობა“, – წერს ზელენსკი.  

მეტი...

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა. ევროდეპუტატებმა კაშხლის განადგურება დაგმეს. ,,დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მიახმაროს”, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, რუსეთმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური6 ივნისს ააფეთქეს.

მეტი...

,,კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს  “კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან მიეწოდება. მისი თქმით,  მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს რუსული რაკეტების კომპონენტების მიწოდება. ,,დღეს რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე “კალიბრის” რაკეტებით. ამ “კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი – ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

„ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე –  გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები”- კობახიძე

,,პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე. ესენი ყველანი არიან გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა, რაც დასავლეთმა თვითონვე აღიარა, მაგრამ მაშინ ამაში ”გლობალური ომის პარტია” ჩაერია. „პირდაპირ ბაკურიანში შეიკრიბნენ მათი ადგილობრივი წარმომადგენლები, „ნაცები“, „გირჩები“, მათი „ენჯეოები“, ტელევიზიები და ა.შ. და პირდაპირ დაგეგმეს რევოლუცია. საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს ივნისში როცა არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რევოლუცია უნდა მოვაწყოთო, რაც სცადეს ივნისში და, უბრალოდ, არ გამოუვიდათ. „ნაცმოძრაობა“ არის გლობალური ომის პარტიის აგენტურა აქ. „ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ – დააკავეს ერთი პირი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს მიერ იყო ორგანიზებული. პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ:”რუსო”, “მონებო”, “საქართველო ევროპაა”. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის უკვე თავისუფალია.

მეტი...

ავტობანზე ავტობუსი დაიწვა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა

ავტობანის აღაიანის მონაკვეთზე ავტობუსი დაიწვა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

მეტი...

,,დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში”- კობახიძე

,,დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” მაჩვენებლი 50%-ზე მეტია. „ჩვენი ბოლო მაჩვენებელი არის 50%-ზე მეტი. ეს არ არის შიდა კვლევა, პარტიაში კი არ ვატარებთ. ეს არის კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევა და 50%-ზე მეტია მაჩვენებელი“, – განაცხადა კობახიძემ.      

მეტი...