,,კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა რესტორანში”- კობახიძე რუბლების გადმოყრაზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუბლების თავზე გადაყრა, ელენე ხოშტარიამ და დავით კეზერაშვილმა დაგეგმეს. მისი თქმით, ეს  იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში.

,,ეს იყო კოორდინირებული, როგორც თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა არსებითად ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული ჩიქოვანის, კეზერაშვილის ცოლის ძმის და ელენე ხოშტარიას მიერ…

ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ ერთ თანამონაწილეს. პირდაპირ იყო ჩართული ამ პროვოკაციებში ტელეკომპანია ფორმულა, პირველში განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ჯერ ისინი მოვიდნენ და მერე მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე”, – აცხადებს კობახიძე.

 

მსგავსი თემები