,,ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა”- დავით არახამია

ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას აფასებს. არახამიას თქმით, ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ.

,,დღეს ვუსმინე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ჩემი შეფასებით, მას კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის წინაშე დგას. ამ ჩამონათვალში უმთავრესი წინაღობა ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთაა. თუ საქართველოს სურს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო, თავისთავად, უმთავრესი ფუნდამენტი თავისუფალი სიტყვის დაცვა უნდა იყოს. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ვერ ნახავთ ისეთს, ვისთვისაც გასაგებია ნიკა გვარამიას პატიმრობა. ეს არის პოლიტიკაზე მაღლა მდგომი საკითხი და დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. ჟურნალისტის პატიმრობა პირდაპირ კეტავს გზას ევროკავშირისკენ. ქ-ნი პრეზიდენტის ინტერვიუ ცხადყოფს, რომ ერთნაირად გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა,”- წერს არახამია.

,,ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა”- პრეზიდენტი გვარამიაზე

მსგავსი თემები