რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მოდელის, რენატა ბეგიაშვილის ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლე, შალვა იაშვილი სასამართლოდ 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

ცნობისთვის, შალვა იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა,  მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით  წარედგინა, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მსგავსი თემები