რუსეთში შაურმით 62 ადამიანი მოიწამლა

რუსეთში, ირკუსტკის ოლქში 62 ადამიანი შაურმით მოიწამლა. რუსული მედიის ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტის მფლობელი დაკავებულია.

„ბრატსკში, სწრაფი კვების კაფეს მფლობელი დააკავეს, სადაც მოწამვლის ნიშნებით სამედიცინო დახმარებას 62-მა ადამიანმა მიმართა, მათგან 29 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.

მედიის ცნობით,სპეციალისტებმა აღმოაჩინეს დარღვევები სამზარეულოს ტექნოლოგიურ პროცესში, კაფეში საკვების შენახვაში. ასევე, დაწესებულებაში არ არსებობს დასაქმებულთა პირადი ჰიგიენის პირობები. დაწესებულება დროებით დაიხურა.

მსგავსი თემები