გერმანიაში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ქართველი, რომელიც 18 წელი იძებნებოდა

ქართველის მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ გერმანიაში ეჭვმიტანილი მისივე თანამემამულე დააკავეს –  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს დანაშაული ქართველმა 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის კაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა. ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს. როგორც მედია იტყობინება, მამაკაცი აეროპორტში პარასკევს საღამოს გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა. ქართველი პასპორტის კონტროლზე ძალიან ნერვიულობდა. შემოწმების შედეგად კი  გაირკვა, რომ მამაკაცი დაკავების საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა.

მეტი...

,,მოგვაკლდა ესებუა, სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად”- ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია. მინისტრმა უპასუხა კითხვას: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“. ,,მოგვაკლდა ესებუა, კი. გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით რა არის მათემატიკა?! ხომ იცით, მათემატიკა არის ჩვეულებრივად, ვითვლით, თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა, მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო…

მეტი...

,,ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, – ეს ვითომ, პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა”- გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრული სიმართლე ილაპარაკა. ,,რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ვუსმინე ბატონ პრემიერ-მინისტრს, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, მე მგონი, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, რომ NATO-ს გულიზე ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკან – ეს ვითომ, პირველად თქვა ბატონმა ირაკლიმ, ასეთი რაღაც შეფუთეს, სამწუხაროდ. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა იგივე ბატონმა პრემიერმა და სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, დიდი ლიდერები, მათ…

მეტი...

,,არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას”- ვახტანგ გომელაური

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამაყია, რომ ქვეყანას  ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს: „მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

,,ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების თანამედროვე და მაღალ-პროფესიული პოლიცია”- ირაკლი ღარიბაშვილი

პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და რაც მთავარია მაღალპროფესიული. „მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული…

მეტი...

,,მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის”- გომელაური პოლიციელებს

ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. „დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი  სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს – გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ხსოვნას,  წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პოლიციების გმირობაზე დგას  სახელმწიფო. „სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა…

მეტი...

,,ღარიბაშვილმა ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო”- ნიკა გვარამია

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ნიკა გვარამია ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო.  ,,დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!” – წერს ნიკა გვარამია.

მეტი...

,,ღარიბაშვილის კომენტარებმა განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებმა მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია. მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება თქვას, როცა საქმე ეხება რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას და ბატონი ღარიბაშვილის სიტყვები სწორად უნდა იქნას გაგებული. ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის დამოკიდებულების ორმხრივი დამოკიდებულება, რადგან არაერთხელ განიცადა საქართველო უსამართლო, თითქმის…

მეტი...

,,15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, მისივე თქმით,  იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ,,ქვეყნები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდნენ NATO-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (თუმცა არასრულყოფილები იყვნენ წევრობის გაწევრიანების დროს), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ.…

მეტი...

თუშეთში მწყემსი გარდაიცვალა

თუშეთში მწყემსი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე მყოფებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 40 წლამდე მწყემსი, სოფელ ხისოდან მაშველებმა და ადგილობრივებ ცხენების დახმარებით გამოასვენეს.  

მეტი...

,,ქვეყნის დემოკრატიულობა და ევროპულობა ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. „დღეს ბრიუსელიდან, ევროპარლამენტიდან ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს!უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

,,ღარიბაშვილის განცხადებები იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით,  პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს. ,,პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს. რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში?”, – წერს ლექსმანი. ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები…

მეტი...

ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა

ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა. ზურაბ ქუციკიძე დღეს დილით, ჯამრთელობის პრობლემების შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაცით, მას კუჭის წყლული გაუსკდა. ფოტორეპორტიორი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ”მედიაცენტრი მთავარი”  მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

მეტი...

,,ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”- თეთრი სახლი

შეერთებული შტატები კვლავ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თავდასხმებს რუსეთის შიგნით და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე მისი ტერიტორიის დაბრუნებაში. ,,ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”, – განაცადა თეთრი სახლის სპიკერმა. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ”კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო.”

მეტი...

ახალი ზელანდიის ავიახაზები მგზავრებს გამგზავრებამდე აწონის

გაიხადეთ ფეხსაცმელი! ჯიბიდან ამოიღეთ გასაღები!- ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ითხოვს, რომ მისმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ საერთაშორისო ფრენების მგზავრები აწონოს. თვითმფრინავის წონისა და დატვირთვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, კომპანია გამოკითხვას ატარებს. „ჩვენ ვიწონით ყველაფერს, რაც თვითმფრინავში მიდის – ტვირთიდან დაწყებული კვებით, საბარგულით დამთავრებული,“ – განაცხადა ავიაკომპანიის დატვირთვის კონტროლის გაუმჯობესების სპეციალისტმა. იმის გამო, რომ წონა არის პირადი ინფორმაციცა, რომლის გამჟღავნებაც ყველას არ სურს. პირთა კონფიდენციალურობის დასაცავად, ავიაკომპანია აცხადებს, რომ მონაცემები ანონიმური იქნება.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში გამთენიას ჩამოასვენეს. გარდავლილი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში  ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ. ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს,  ბახმუტთან, საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა,  თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა. რუსეთის სამხედრო აგრესიას  საქართველოს 42 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ვანში  ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ვანში  ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულებიც. შემთხვევა გუშინ მოხდა და დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...

,,ჩვენ მალე ვაჩვენებთ, რა არის შურისძიება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მოსკოვზე თვითმფრინავის თავდასხმის საპასუხოდ უკრაინას  შურისძიებას ჰპირდება ”ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“. მისი თქმით, თავდასხმას არავითარი ტაქტიკური, სტრატეგიული და თუნდაც ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს. „ჩემთვის ძალიან აუცილებელია რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ამისთვის განკუთვნილი ყველა საბრძოლო რესურსის გამოყენება, რათა ამ ტერორისტული უჯრედის ერთბაშად წაშლა, ფორმულირება „უკრაინელი სამხედროების“ გამოყენების გარეშე“, – წერს კადიროვი. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

მეტი...

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. ,,ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი ი. ც. მიმდინარე წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა,  რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი  ბრიტანეთისა და ბელორუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე  ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად , სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის…

მეტი...

„მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“ – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით კმაყოფილია. პრეზიდენტების  შეხვედრის შესახებ თავად ევროკომისიის პრეზიდენტი წერს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები თქვენს მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობის გაგრძელებას“, – ასეთია ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილი. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.  

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაცის სალომე ზურაბიშვილი თავად ავრცელებს. “პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

„საქართველო ევროპულ ოჯახში ბრუნდება“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდეტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს უბრუნდება. „მადლობა, შარლ მიშელ, საქართველოს ურყევი ევროპული გზისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  

მეტი...

„ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. „ქართველ ხალხს სისხლში აქვს ევროპული ღირებულებები. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია ევროკავშირის ოჯახისკენ თქვენს გზაზე“, – წერს შარლ მიშელი.  

მეტი...

„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია“ – პუტინი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი რუსეთს არ გაუჩაღებია. როგორც პუტინი აცხადებს, უკრაინელები დრონებით უტევენ მოსკოვს, რაც ტერორისტული აქტის ტოლფასია. „ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს, ის კიევის რეჟიმმა დაიწყო დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე უკრაინელების თავდასხმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“ – აღნიშნა პუტინმა. პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ კიევი ცდილობს, რუსეთი შეაშინოს. „კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს კი…

მეტი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი 84 ხმით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი  84 ხმით აირჩიეს. პარლამენტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი კენჭისყრით  მიიღო.  კანდიდატურა პარლამენტს  15 მაისს  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

მეტი...

პარლამენტმა 91 ხმით რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა  დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით იმსჯელა და 91 ხმით მხარი დაუჭირა   პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს, რომელიც დეპუტატების რომან გოცირიძის და  ხატია დეკანოიძის ინიციატივაა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

მეტი...

„გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას… თქვენ გენაცვალეთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ რომან გოცირიძეს „ნაციონალური“ მოძრაობის დატოვება  ირონიულად ასე მიულოცა: „გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას“. „შეგნებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით,  თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები“ – მიმართა სხდომაზე ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვასთან დაკავშირებით რომლის მიხედვითაც, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ. „ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას. წლებია გეუბნებოდით – გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით…

მეტი...

აქტივისტი ნატა ფერაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს

19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატა ფერაძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ფერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სიმართლესა და სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს და ეს არის „ფულის გამოძალვის ქარხანა“. „რა შენობასთანაც ვდგავართ, ამას ჰქვია სასამართლო, მაგრამ ეს არის მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის ქარხანა. აქ სხედან ბიძინას ზებრა მოსამართლეები და ზუსტად ასე მივმართე მოსამართლეს. აქტივისტებს ფინანსური წნეხით გვაშინებენ, რომ აღარ ვიაქტიუროთ“ – აღნიშნა ფერაძემ მედიასთან. მან სოციალურ ქსელში საკუთარი საბანკო ანგარიშიც გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ არანაირი ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და აქტივისტებს დახმარებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ფერაძე…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.  ინიციატორების თხოვნით  კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

მეტი...

,,ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერ-მინისტრო?”- იან კელი ღარიბაშვილს

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  პრემიერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნება და განზრახვა იყო, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი. ,,ცუდი ანალიზია და ამაზე უარესი შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება მისი სუვერენული ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ ბატონო პრემიერ-მინისტრო?”, – წერს იან კელი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან 12 რეკომენდაციის შესრულებისა და რეფორმების განხორციელების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა  საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში. საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ  ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს…

მეტი...

,,პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს”- სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიშელმა გაიხსენა ევროპის საბჭოს  ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაიმეორა მისი მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს მიერ გამოჩენილი რეფორმების განხორციელების დარჩენილი გამოწვევები და თორმეტი პრიორიტეტი. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და მრავალპარტიული…

მეტი...

,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს, სანქციების დროა”- ადამ კინზინგერი 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  კინზინგერის თქმით, სანქციების დროა. ,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქციების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს. ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა,”- წერს ადამ კინზინგერი. ,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მეტი...

,,ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროვოკაციების შემთხვევაში მიიღონ ზომები”- აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში – ოკუპირებულ რეგიონში”დიდი სახალხო მიტინგი” დაიწყო . აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობის დათხოვნას ითხოვენ. საპროტესტო აქციის პარალელურად კი, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა. „ვავალებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, – განაცხადა ბჟანიამ.

მეტი...