,,ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”- თეთრი სახლი

შეერთებული შტატები კვლავ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში თვითმფრინავების თავდასხმის შესახებ. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ვაშინგტონი მხარს არ უჭერს თავდასხმებს რუსეთის შიგნით და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე მისი ტერიტორიის დაბრუნებაში.

,,ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს”, – განაცადა თეთრი სახლის სპიკერმა.

ცნობისთვის, გუშინ მოსკოვზე უპილოტო საჰაერო დრონებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ”კიევის რეჟიმმა მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა დაიწყო.”

მსგავსი თემები