,,15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, მისივე თქმით,  იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

,,ქვეყნები, რომლებიც შედარებით ცოტა ხნის წინ შევიდნენ NATO-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (თუმცა არასრულყოფილები იყვნენ წევრობის გაწევრიანების დროს), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს შესახებ. NATO-სა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, თუნდაც ასოცირებულ სამეულში აშკარა ლიდერები ვიყავით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვუწოდოთ ყვავს ყვავი და ვუთხრათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ არასათანადო კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების სიტუაციის დაძლევაში და NATO-სა და ევროკავშირში დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარეზეა, როგორც ევროკავშირის, ისე NATO-ს მოედანზე,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

 

მსგავსი თემები