,,არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას”- ვახტანგ გომელაური

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა,  ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ამაყია, რომ ქვეყანას  ასეთი ძლიერი და პროფესიონალი პოლიციელები ჰყავს:

„მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია.
პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები