გაიხადეთ ფეხსაცმელი! ჯიბიდან ამოიღეთ გასაღები!- ახალი ზელანდიის სამოქალაქო ავიაციის სამსახური ითხოვს, რომ მისმა ეროვნულმა ავიაკომპანიამ საერთაშორისო ფრენების მგზავრები აწონოს. თვითმფრინავის წონისა და დატვირთვის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, კომპანია გამოკითხვას ატარებს.
„ჩვენ ვიწონით ყველაფერს, რაც თვითმფრინავში მიდის – ტვირთიდან დაწყებული კვებით, საბარგულით დამთავრებული,“ – განაცხადა ავიაკომპანიის დატვირთვის კონტროლის გაუმჯობესების სპეციალისტმა.
იმის გამო, რომ წონა არის პირადი ინფორმაციცა, რომლის გამჟღავნებაც ყველას არ სურს. პირთა კონფიდენციალურობის დასაცავად, ავიაკომპანია აცხადებს, რომ მონაცემები ანონიმური იქნება.