,,პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს”- სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიშელმა გაიხსენა ევროპის საბჭოს  ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაიმეორა მისი მტკიცე რწმენა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს მიერ გამოჩენილი რეფორმების განხორციელების დარჩენილი გამოწვევები და თორმეტი პრიორიტეტი. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში.

ამასთან, პრეზიდენტმა მიშელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტის როლს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლისა და მრავალპარტიული განხეთქილების დაძლევაში. მან მიიღო მისი მოწვევა, რომ უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს.

მსგავსი თემები