საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ბრიუსელში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაცის სალომე ზურაბიშვილი თავად ავრცელებს.

“პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, – წერს ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები