საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.
ინიციატორების თხოვნით კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.