უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ვახტანგ ბარაბაძე სამშობლოში გამთენიას ჩამოასვენეს. გარდავლილი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში  ოჯახის წევრები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.

ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს,  ბახმუტთან, საარტილერიო იერიშს ემსხვერპლა,  თუმცა ფრონტის ხაზზე არსებული მძიმე ვითარების გამო ცხედრის გამოსვენება 24 მაისამდე ვერ მოხერხდა.

რუსეთის სამხედრო აგრესიას  საქართველოს 42 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსგავსი თემები