,,ღარიბაშვილის განცხადებები იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით,  პრემიერ-მინისტრის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს.

,,პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს. რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში?”, – წერს ლექსმანი.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარებმა ნატოს გაფართოების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო, განსხვავებული და ძირითადად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

მსგავსი თემები