გერმანიაში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული ქართველი, რომელიც 18 წელი იძებნებოდა

ქართველის მკვლელობიდან 18 წლის შემდეგ გერმანიაში ეჭვმიტანილი მისივე თანამემამულე დააკავეს –  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

დანაშაული ქართველმა 2005 წლის ივნისში, ავსტრიაში, ქალაქ გრაცში ჩაიდინა. 29 წლის კაცი გულის არეში ქუჩაში, სასიკვდილოდ დაჭრა. ძებნილის იდენტობა თითის ანაბეჭდით დაადასტურეს.

როგორც მედია იტყობინება, მამაკაცი აეროპორტში პარასკევს საღამოს გერმანიაში ქუთაისიდან ჩაფრინდა. ქართველი პასპორტის კონტროლზე ძალიან ნერვიულობდა. შემოწმების შედეგად კი  გაირკვა, რომ მამაკაცი დაკავების საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა.

მსგავსი თემები