„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია“ – პუტინი უკრაინას თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი რუსეთს არ გაუჩაღებია. როგორც პუტინი აცხადებს, უკრაინელები დრონებით უტევენ მოსკოვს, რაც ტერორისტული აქტის ტოლფასია.

„ეს ომი ჩვენ არ გაგვიჩაღებია 2014 წელს, ის კიევის რეჟიმმა დაიწყო დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ ამ საშუალებებს, რომლებსაც უკრაინელები იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე უკრაინელების თავდასხმები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე“ – აღნიშნა პუტინმა.

პუტინი ასევე აღნიშნავს, რომ კიევი ცდილობს, რუსეთი შეაშინოს.

„კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის მოქალაქეების დაშინების და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს კი უტოლდება ტერორისტულ საქმიანობას“ – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები