ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ნიკა გვარამია ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო.
,,დოჰას შემდეგ, საქართველოს პრემიერმა უარესი – ბრატისლავის კატასტროფა მოაწყო. ღარიბაშვილის განცხადებები არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ისტორიის ნათელი მხარის ღალატი. მოღალატეების ფეხქვეშ კი მიწა უნდა იწვოდეს!” – წერს ნიკა გვარამია.