,,ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, პროვოკაციების შემთხვევაში მიიღონ ზომები”- აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში

აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში – ოკუპირებულ რეგიონში”დიდი სახალხო მიტინგი” დაიწყო . აქციის მონაწილეები ე.წ. მთავრობის დათხოვნას ითხოვენ.

საპროტესტო აქციის პარალელურად კი, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა.

„ვავალებს სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, – განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი თემები