,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს, სანქციების დროა”- ადამ კინზინგერი 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.  კინზინგერის თქმით, სანქციების დროა.

,,ქართული ოცნება უკვე აღარ მალავს პუტინიზმს. ივანიშვილისა და სხვების სანქციების დროა, მათ ქვეყანა წარუმატებლობის გზაზე წაიყვანეს. ღარიბაშვილი სხვისი გავლენის ქვეშაა და ეს ქართველი ხალხი არაა,”- წერს ადამ კინზინგერი.

,,ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი”- ღარიბაშვილი უკრაინის ომზე

მსგავსი თემები