„გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას… თქვენ გენაცვალეთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ რომან გოცირიძეს „ნაციონალური“ მოძრაობის დატოვება  ირონიულად ასე მიულოცა: „გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას“.

„შეგნებულად მხარს ვუჭერთ რეგლამენტში ცვლილებების პროექტს და ახალ-ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს ველით,  თქვენ გენაცვალეთ, აბა წარმატებები“ – მიმართა სხდომაზე ირაკლი ზარქუამ რომან გოცირიძეს მისი ავტორობით წარდგენილი პროექტის განხილვასთან დაკავშირებით რომლის მიხედვითაც, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში, პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

„ბატონო რომან, გილოცავთ ტყვეობიდან დახსნას. წლებია გეუბნებოდით – გადი ამ ბლოკიდან, გამოდით ამ “ნაცებიდან“. ბატონო რომან, იქ სიმართლის თქმის საშუალება არ გქონდათ. ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვიკამათია. ახლა უმრავლესობის გვერდით დგომით თქვენც და სხვებსაც, ვინც იქ ტყვეობაში არიან, შესაძლებლობა მოგეცათ გამოხვიდეთ და თამამად და ობიექტურად ილაპარაკოთ – თეთრზე თეთრი თქვათ, შავზე – შავი და არ ჰქონდეთ ჩემი ხაბეს და კეზერას რიდი სიმართლე თქვათ თუ არა“ – მიმართა ზარქუამ გოცირიძეს.

პარლამენტმა გოცირიძის ინიციტივას 91-ხმით, მხარი ერთხმად დაუჭირა.

 

მსგავსი თემები